მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-06-17
მთავარი » 2012 » მარტი » 7 » მერტესაკერი პოდოლსკის მომხრეა
9:42 PM
მერტესაკერი პოდოლსკის მომხრეა
             როგორც ირკვევა "კიოლნის" თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი არსენ ვენგერის მთავარი სამიზნე იქნება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. მითუმეტეს როცა "კანანირები" გამოემშვიდობებიან მარუან შამახს და ნიკლას ბენდტნერს, რომელიც არენდის წესით "სანდერლენდში" გამოდის.

მერტეზაკერი, რომელიც "ვერდერიდან" "ნისლიან ალბიონზე" სათამაშოდ აგვისტოში გადმოვიდა, ხშირი კონტაქტი აქვს თავის თანამემამულე ლუკაშ პოდოლსკისთან და ურჩევს "არსენალში" გადმობარგდეს.

Sky Deutschland-თან ინტერვიუს დროს მერტეზაკერმა განაცხადა: "ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვეკონტაქტებით. ბოლოს მე ლუკაშს "არსენალში" გადმოსვლის შესახებ მივწერე. მე ვუთხარი, რომ აქ შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველა ფეხბურთელი თუ მწვრთნელი ძალიან კარგი პიროვნებები არიან, თუმცა მას ჯერ პასუხი არ მოუწერია".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 773 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]