1:51 PM მილანი 4-0 არსენალი (კიდევ ერთი იმედგაცრუება) | |
"ჯუზეპე მეაცაზე” გამართულ მატჩში, "მილანმა” მეტოქეს თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანა. ანგარიში ბოატენგმა გახსნა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში უკვე მე-2 ლამაზი გოლი გაიტანა. "ბარსელონას” შემდეგ, განელმა ფეხბურთელმა შემტევი ეფექტური გოლი "არსენალსაც” "უსახსოვრა”. შეხვედრის მე-15 წუთზე, ბოატენგმა ნოჩერინოს გადაცემა საჯარიმოში მკერდით მიიღო და მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯერ სჩეზნის კარის ხარიხას მოხვდა, რის შემდეგაც კარში აღმოჩნდა. მასპინძლებმა უპირატესობას სერიოზული სახე 38-ე წუთზე მისცეს. მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, იბრაჰიმოვიჩმა საჯარიმოში მყოფ რობინიოს უპასა, ხოლო ბრაზილიელმა, თავური დარტყმით, მისგან მარჯვენა ქვედა კუთხეში გაიტანა. მილანი-არსენალი 4:0 (2:0) მილანი (4-3-1-2): აბიატი, აბატე, მექსე, სილვა, ანტონინი, ზეედორფი (ემანუელსონი 12), ვან ბომელი, ნოჩერინო, ბოატენგი (ამბროზინი 69), იბრაჰიმოვიჩი, რობინიო (პატო 84). მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი. არსენალი (4-2-3-1): სჩეზნი, სანია, კოსილნი (ჯურუ 44), ვერმაელენი, გიბსი (ჩემბერლინი 66), სონგი, როსიცკი, უოლკოტი (ანრი 46), რემსი, არტეტა, ვან პერსი. მწვრთნელი: არსენ ვენგერი. გოლები: 1:0 ბოატენგი (15), 2:0 რობინიო (38), 3:0 რობინიო (49), 4:0 იბრაჰიმოვიჩი (79, პენ). გაფრთხილებები: ანტონინი 45+2, მექსე 62, ამბროზინი 81 – სონგი 72, ჯურუ 78. მსაჯი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი). ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 14 (5)-7 (4), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 6-0, სეივი: 4-1, ჯარიმა: 12-9. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |