მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-12-16
მთავარი » 2012 » მარტი » 6 » მთავარი ბრძოლა წინაა. ! ...
10:51 PM
მთავარი ბრძოლა წინაა. ! ...
                           
 
                                  სამშაბათს, 23:45 საათზე  ეიმირათს სთედიუმი გველის.
       მილანში განცდილი კატასტროფული მარცხის შემდეგ, არსენალი ნელ-ნელა ფორმაში შედის.
  არსენ ვენგერი და მისი შეგირდები ამბობენ, რომ გუნდი ნამდვილად არ გამოვა ამხანაგური თამაშის  
                                                                     განწყობით. 

     ფეხბურთი ხომ არაპროგნოზირებადია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არსენალი უკვე ტრადიციულად 
       მატჩს ხვდება არა თუ ოპტიმალური შემადგენლობით, არამედ ახალი ტრავმირებული ფეხბურთელების  
                                                                    მთელი სიით. 

     ლივერპულთან შეხვედრისას ლაზარეთში აღმოჩნდნენ არტეტა, დიაბი და ბენაიუნი, როსიცკის თამაში  
                                                            კითხვის ნიშნის ქვეშაა. 

    მოკლედ, მეთოფეებს დიდი პრობლემა აქვთ ცენტრალურ ზონაში. არსენ ვენგერს ნათქვამი აქვს, რომ 
       ოქსლეიდ-ჩემბერლინს ცენტრშიც შეუძლია თამაში, სწორედ ამ პოზიციაზე ითამაშა ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბოლო წუთები მერსესაიდელების წინააღმდეგ. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ დღეს 
                                               ოქსლეიდმა ვან პერსის უკან ითამაშოს. 
   არის მეორე ვარიანტიც - ვან პერსი უფრო სიღრმიდან ითამაშებს, ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე  
                                                         კი მარუან შამახი დადგება. 
  
    არც მილანია პრობლემების გარეშე, გუნდს ვერ დაეხმარებიან ბოატენგი და ზეედორფი. დღეს უნდა ველოდოთ შტეფან ელ შაარავის მოედანზე გამოსვლას, რომელიც იბრაჰიმოვიჩს და რობინიოს დაეხმარება შეტევაში. თამაშს შეძლებს ფილიპ მექსესიც, რომელსაც დისკვალიფიკაციის გამო იტალიის ჩემპიონატში შეხვედრების გამოტოვება უწევს. ტრავმა მოიშუშა აკვილანიმ, თუმცა მისი მოედანზე გამოჩენა ნაკლებად 
                                                                    სავარაუდოა. 
 
   შემადგენლობები:
  არსენალი: შესნი - სანია, კოშიელნი, ვერმალენი, გიბზი - სონგი, როსიცკი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი - უოლკოტი, ვან პერსი, ჟერვნიო. 
 
   მილანი: აბიატი - აბატე, მექსესი, ტიაგო სილვა, მესბა - ნოჩერინო, ვან ბომელი, ემანუელსონი - ელ შაარავი, იბრაჰიმოვიჩი, რობინიო. 
 
  ტრავმირებულები: დიაბი, არტეტა, ბენაიუნი, ანდრე სანტოსი, სკილაჩი, რემსი, ჯურუ, კოკელენი, მერტეზაკერი, უილშირი , როსიცკი 
  ზეედორფი, ბოატენგი, მაქსი ლოპესი, პატო, ნესტა, მერკელი. კითხვის ნიშნის ქნვეშ:   აკვილანი

 








კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 728 | დაამატა: giorgi_arsenali | ტეგები: ლიგა, მილანი, არსენალი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Vano7   (2012-03-06 11:31 PM) [Entry]
mkvlelia saghol

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]