მთავარი » 2012 მაისი 15 » ნასრი "არსენალის" ფანებს აკრიტიკებს
6:37 PM ნასრი "არსენალის" ფანებს აკრიტიკებს | |
![]() "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ პასუხი გასცა "არსენალის" ფანებს "პრემიერლიგაში" გამარჯვების შემდეგ და განაცხადა, რომ ის "მეთოფეებიდან" ფულის გამო არ წასულა.
როგორც მოგეხსენებათ "არსენალის" ბევრი ფანი ნასრის აკრიტიკებდა და ამბობდნენ, რომ მისი წასვლის მიზეზი ფული იყო. თუმცა ნასრიმ ეს უარყო და ისიც თქვა, რომ მისი გადაწეყვეტილება სწორი იყო რადგან მან "EPL" მოიგო, რასაც "არსენალთან" ვერ შეძლებდა. "იმედია "არსენალის" ფანები ახლა მაინც მიხვდებიან იმას, რომ მე ფულის გამო არ გადავსულვარ "მანჩესტერ სიტიში" . ამ გუნდთან ერთად მოვიგე მედალი რასაც "არსენალთან" ვერ გავაკეთებდი. მივიღე გადაწყვეტილება და გადავედი დიდი კლუბიდან "არსენალიდან." ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ადვილი მისაღები არ ყოფილა , თუმცა ახლა ვხვდები , რომ სწორად მოვიქეცი. იმედია "არსენალის" ფანები ახლა მაინც შეწყვეტენ იმაზე საუბარს, რომ მე ფულზე ვიყიდები. ცხოვრება გრძელდება მათ ყველაფერი უნდა დაივიწყონ. "მეთოფეებმა" უნდა იზეიმონ მესამე ადგილი , მაგრამ მე პირველ ადგილზე გასვლას ვზეიმობ."- განახცადა ნასრიმ ფრანგულ ტელეარხთან ინტერვიუში. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|