მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 28 » ნუ გარისკავთ, დარჩით სახლში!
8:00 PM
ნუ გარისკავთ, დარჩით სახლში!
ინგლისის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა სოლ კემპბელმა გულშემატკივრებს მოუწოდა, ევრო-2012- ზე, უკრაინასა და პოლონეთში გამგზავრებაზე უარი თქვან, რადგან ეს მათი სიცოცხლისთვის სახიფათოა.
BBC-მ აჩვენა დოკუმენტური ფილმი, სადაც ასახულია, როგორ იგდებენ მასხრად შავკანიანებს რასისტული რეპლიკებით უკრაინასა და პოლონეთში.
"უეფამ უნდა განუცხადოს ამ ქვეყნებს, რომ მათ არ აქვთ უფლება ასეთი დონის ღონისძიებების ჩატარებისა და თუ სურთ ამ ტურნირის გამართვა, საჭირო ზომები უნდა მიიღონ ძალადობის აღსაკვეთად. ნუ გარისკავთ, დარჩით სახლში და ჩემპიონატს ტელევიზორში უყურეთ, თუ არ გინდათ შინ კუბოთი დაბრუნდეთ”, - ამბობს კემპბელი.
რამდენიმე შავკანიანი ფეხბურთელის ოჯახებმა უარი განაცხადა თავიანთი შვილების საგულშემატკივროდ პოლონეთსა და უკრაინაში გამგზავრებაზე, რადგან მათ არ სურთ, რასისტების მსხვერპლად იქცნენ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 714 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
0  
2 Vano7   (2012-05-29 0:43 AM) [Entry]
მართალია ეს კაციი

0  
1 ucha   (2012-05-28 10:21 PM) [Entry]
gijebi arian me vnaxe adre ukrainelebi ro scemen shavebs magrad ar evasebat

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]