მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » მარტი » 30 » ოქსლეიდ-ჩემბერლეინი: ”მე მჯერა არსენალის”
6:09 PM
ოქსლეიდ-ჩემბერლეინი: ”მე მჯერა არსენალის”

        ოქსლეიდ-ჩემბერლეინი აღიარებს, რომ მას ყოველთვის სჯეროდა ”არსენალის” და მისი შესაძლებლობების.

ის აცხადებს, რომ რაც ვენგერმა 2007 წელს პირველად მოიგო ზედიზედ შვიდი თამაში ინგლისის პრემიერ ლიგაში, მას მერე ყოველთვის სჯეროდა ამ მწვრთვნელის.

მიუხედავათ სეზონის რთული დასაწყისიდან, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი აღიარებს, რომ ის ყოველთვის დარწმუნებული იყო ”მეთოფეების” ფორმაში.

”ეს ყველაფერი მორჩა და წავიდა. გუნდი საკმარისად კარგ მდგომარეობაშია და მზადაა შედეგის მისაღწევად.”

”შემდეგ მატჩებში აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ და კონკურენცია გავუწიოთ სხვა გუნდებს.”

”ჩვენ ვითამაშებთ ისე, როგორც დაგეგმილია. მაშინაც კი, როდესაც არ ვიქნებით ფორმაში. ეს ”ევერტონთან” და ”ლივერპულთან” შეხვედრაშიც დავამტკიცეთ. ახლა შეგვიძლია ძალიან კარგად თამაში.”

”მნიშვნელოვანია გუნდური რწმენა საკუთარ თავში და აუცილებელია ამაში გულშემატკივარი დაგვეხმაროს.”

ჩემბერლეინმა განაცხადა, რომ ის ყოველ თამაშში, მეტ ნდობას ამჟღავნებს ფეხბურთელების მიმართ და ეს მის მოქმედებაზეც აისახება.

”როდესაც გუნდი ასეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, დარწმუნებული უნდა იყო მათში და არ უნდა იფიქრო და აკრიტიკო მათი მოქმედებები.”

”ისევე როგორც ყველა გუნდს, ჩვენც გაგვაჩნია ჩვენი გეგმები და ყველაფერს გავაკეთებთ თამაშების მოსაგებად.”

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 686 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]