მთავარი » 2012»მარტი»16 » ოფიციალურად : პოდოლსკი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გადის !
0:10 AM
ოფიციალურად : პოდოლსკი ლონდონში სამედიცინო შემოწმებას გადის !
გერმანელი თავდამსხმელი , ლუკაშ პოდოლსკი უკვე ლონდონში იმყოფება და არსენალის სამედიცინო ბაზაზე შემოწმებას გადის . სულ მალე იგი უკვე ოფიციალურად მოაწერს ხელს ”მეთოფეებთან”.
ლუკაშ პოდოლსკის გამო არსენალის სამედიცინო ჯგუფი გაემგზავრა გერმანიაში ფეხბურთელის შესამოწმებლად და ახლა იგი უკვე სამედიცინო შემოწმებას ლონდონში გადის . მასთან კონტრაქტი თითქმის შეთანხმებულია და 26 წლის გერმანელი არსენალს საფხულში შეუერთდება . ამავე დროს ჩრდილო ლონდონელთა მესვეურები აქტიურად ცდილობენ ბორუსიის ”დორტმუნდის” თავდამსხმელის , მარიო გიოტცეს შეძენას 30 მილიონ ევროდ . როგორც ჩანს და ნელ-ნელა სრულდება კიდეც , არსენალი სერიოზულ თანხებს დახარჯავს მომავალი სეზონისთვის და ისედაც შესანიშნავ ფორმაში მყოფ გუნდს კიდევ უფრო ძლიერი ფეხბურთელებით გააძლიერებს .
ტრანსფერის თანხა 10.9 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს .