მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-12-15
მთავარი » 2012 » მაისი » 10 » პეტ რაისი წავიდა , სტივ ბოულდი მოვა ...
9:15 PM
პეტ რაისი წავიდა , სტივ ბოულდი მოვა ...
სულ რამოდენიმე საათის წინ გავრცელდა ძალზედ სამწუხარო ინფორმაცია ”არსენალისა” და მთლიანად პრემიერ ლიგის გულშემატკივართათვის . გუნდიდან წავიდა ვენგერის მარჯვენა ხელი , ერთ დროს თავად ”მეთოფეთა” ფეხბურთელი პეტ რაისი , რომელმაც ჩრდილო ლონდონურ კლუბს 44 წელი შეალია .

ამ ფაქტის მიზეზს ”არსენალის” მხრიდან არავინ ახმაურებს . მისი პოზიციის შემცვლელი კი , როგორც ჩანს უკვე მოძებნეს და მომავალი სეზონიდან ვენგერს მხარში სტივ ბოულდი ამოუდგება .

სტივი 2001 წელს ”არსენალის” ახალგაზრდული კლუბის მწვრთნელი იყო , როგორც ფეხბურთელმა კი ლონდონელების მაისურით 11 წელი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 372 მატჩის ჩატარება მოასწრო . პოზიციით ცენტრალური მცველი გახლდათ და ალბათ ყველაზე მეტად ”მეთოფეთა” უკანა ხაზს გაამაგრებს .

” მას დიდი სათამაშო და სამწვრთნელო გამოცდილება აქვს . იცის ჩვენი ფილოსოფია და ამიტომ ვენდობი . შემდეგი სეზონის დასაწყისისთვის უკვე ჩემთან ერთად იმუშავებს . მიჭირს პეტ რაისთან განშორება . 16 წლის განმავლობაში ერთად ვწვრთნიდით გუნდს . უდიდესი პიროვნება და დასაფასებელი ადამიანია .” -განაცხადა ვენგერმა Sky Sports- თან ინტერვიუში .

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1049 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]