მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 15 » პიტერ ჰილი ვენგერს ახალ კონტრაქტს სთავაზობს
2:54 PM
პიტერ ჰილი ვენგერს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

~

”არსენალის” პრეზიდენტი პიტერ ჰილი, არსენ ვენგერს მოუწოდებს კლუბთან კონტაქტის გაგრძელებაზე.

”მეთოფეებთან” არსენ ვენგერს კონტრაქტი 2014 წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა კლუბის მმართველი მიიჩნევს, რომ ფრანგ სპეციალისტთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

”ძალიან კარგი იქნება, თუ იგი ჩვენთან დარჩება და 2014 წლის შემდეგაც არსენალს უხელმძღვანელებს. არა მგონია, მასზე უკეთ ამ საქმეს თავი ვინმემ გაართვას. მან დაადასტურა მისი პატივისცემა კლუბისადმი. ჩვენ გვქონდა ცუდი სერია სეზონის დასაწყისში, მაგრამ ამ ძლიერი სპეციალისტის მეშვეობით ჩვენ ეს კრიზისი დავძლიეთ.”

”ზოგიერთი შეშლილი ადამიანი ამბობს, რომ ის უნდა წავიდეს. ზოგი ამბობს იმასაც, რომ ის წარსულში დარჩა, მაგრამ მე მათ არანაირად არ ვეთანხმები. მან დაამტკიცა, რომ ეს ყველაფერი სისულელეა.”

”მას გუნდში მოჰყავს პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები. იგი გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელებით აშენებს და ”არსენალს” მომავალს უმზადებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი დიდი სიამოვნებით დარჩება ჩვენთან და დაგვეხმარება განვითარებაში. მინდა ის ხანგრძლივი ვადით შევინარჩუნო. ვენგერი ჩვენთან 14 წლის განმავლობაში მსახურობს და ამ პერიოდში მართლაც შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა.”

”ძალიან მინდა ის დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ და ამის მიზეზებიც ნათლად ჩანს.” - განაცხადა ჰილმა ინტერვიუში.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 623 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]