მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » მაისი » 15 » პოდოლსკი: ”ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ”
4:38 PM
პოდოლსკი: ”ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ”
ლონდონის ”არსენალის” ახალწვეულმა , გერმანელმა ლუკაშ პოდოლსკიმ მის მომავალ სეზონზე ისაუბრა . მოგეხსენებათ დაახლოებით 1 თვეა რაც ”მეთოფეებმა” გერმანელი შემტევი ლუკაშ პოდოლსკი 13.5 მილიონ ევროდ შეიძინა . ამ ტრანსფერით ლონდონელების ხელმძღვანელობასთან ერთად ძალიან ბედნიერია თავად ფეხბურთელიც .

”ძნელია თქვა , როდის უნდა გადადგა ცხოვრებაში ყველაზე დიდი ნაბიჯი . 26 წლის ვარ , მალე 27 წლის ვხდები და დრო იყო ცხოვრებაში გარდატეხა შემეტანა . მზად ვარ საუკეთესო კარიერის გაკეთებაში .”- განაცხადა პოდოლსკიმ .

”კიოლნში წელს საოცარი სეზონი ჩავატარე და ამიტომაც მივემგზავრები გერმანიის ნაკრებთან ერთად ეურო 2012-ზე . მათ ნდობას გავამართლებ . ტურნირის შემდეგ კი შევუერთდები ”მეთოფეებს” , ეს ძალიან ამაღელვებელი იქნება ჩემთვის . ჩემი მიზანია გამოვავლინო შესაძლებლობების მაქსიმუმი და ახალ კლუბთან ერთად უამრავი ტიტული მოვიგო .

კიოლნში ზოგჯერ თავდამსხმელის , ზოგჯერ კი ფლეიმეიკერის პოზიციაზე ვთამაშობდი . მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის მარცხნივ ვიდგები , მარჯვნივ თუ ცენტრში , მთავარია თავდასხმაში ვიყო . ვენგერი სადაც დამაყენებს იქ უპრობლემოდ ვითამაშებ .”-დაასრულა ”არსენალის” ახალწვეულმა .

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 736 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]