მთავარი » 2012 მაისი 10 » პრემიერლიგის რვა მოთამაშე საფრანგეთის ნაკრებშია გამოძახებული
0:17 AM პრემიერლიგის რვა მოთამაშე საფრანგეთის ნაკრებშია გამოძახებული | |
![]() საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა ლორან ბლანმა დაასახელა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც სავარაუდოა, რომ ვიხილავთ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე საფრანგეთის მაისურით. აღსანიშნავია, რომ ამ ფეხბურთელთა შორის არის რვა პრემიერ ლიგის მოთამაშე.
ლორან ბლანმა მოიწვია სულ 12 ფეხბურთელი, რომლებიც, არ თამაშობენ საფრანგეთის ჩემპიონატში და ამ მოთამაშეთა შორის რვა პრემიერ ლიგის ღირსებას იცავს. სიაში მოხვდნენ: "ნიუკასლის" გარემარბი ჰატემ ბენ არფა, იოან კაბაიე, გაელ კლიში და ნასრი, რომელიც "მანჩსტერ სიტის" ღირსებას იცავს. სიაში ასევე მოხვდა პატრის ევრა "მანჩსტერ იუნაიტედიდან", ქაბული "ტოტენეჰმიდან", ლორან კოშიელნი "არსენალიდან" და ფლორან მალუდა "ჩელსიდან". შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი მოხვდა ინგლისის შვედეთისა და უკრაინის ჯგუფში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |