ჰოლანდია - გერმანია თარიღი: 13 ივნისი, 22:45 ჩემპიონატი: ევრო 2012 ქალაქი: ხარკოვი - უკრაინა სტადიონი: მეტალისტის ობლასნი სპორტკომპლექსი ტევადობა: 41 307
მდგომარეობა ნაკრებებში: ჰოლანდია: ჰოლანდიის ნაკრებს დაუბრუნდა იორის მატიისენი, რომელმაც ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა დანიისთან მატჩი, თუმცა მან ივარჯიშა გუნდთან ერთად და დღეს ძირითადში იქნება.
რაც შეეხება უესლი სნეიდერს მას არაფერი სერიოზული არ სჭირს და აუცილებლად იქნება ძირითადში.
საინტერესოა ვინ იქნება ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე, კიუიტი თუ აფელაი? დიდი ალბათობით ძირითადში "ბარსელონას" შემტევი იქნება.
ბერტ ვან მაარვიკმა ერთი საინტერესო ცვლილება გააკეთა, 90%-ით ძირითადში იქნება კლას იან ჰუნტელაარი, რობინ ვან პერსი კი სკამზე დაჯდება.
ჰოლანდიის სავრაუდო შემადგენლობა: სტეკელენბურგი; ვან დერ ვილი, ჰეიტინგა, მატიისენი, ვილემსი; ვან ბომელი, დე იონგი; რობენი, სნეიდერი, აფელაი; ჰუნტელაარი
გერმანია: იახიმ ლიოვს არ ყავს ტრავმირებული ფეხბურთელები, ამიტომ მას უდიდესი ალტერნატივა აქვს ყველა პოზიციაზე მეკარის გარდა, სადაც მანუელ ნოიერი უკონკურენტოა.
სავარაუდოდ კვლავ ვერ მოხვდება ძირითადში ტონი კროოსი და ნახევარდაცვის ცენტრში ისევ სამი ხედირა და ბასტიან შვაინშტაიგერი ითამაშებენ.
რაც შეეხება ნახევარდაცვას აქ ყველაზე დიდი ალტერნატივაა. როგორც ჩანს მარიო გიოცე და მარკო როისი ისევ სკამზე იქნებიან. მიულერი და იოზილი ისევ ძირითადში, რაც შეეხება ლუკას პოდოლსკის მას ანდრეა შურლე ჩაანცვლებს.
ასევე ძალიან საინტერესოა ვინ იქნება ფორვარდი გომესი თუ კლოზე, სავარაუდოდ მარიო გომესი.
გერმანიის სავარაუდო შემადგენლობა: ნოიერი; ბოატენგი, ჰუმელსი, ბასშტუბერი, ლამი; ხედირა, შვაინშტაიგერი; მიულერი, იოზილი, შურლე; გომესი
საინტერესო ფაქტები:
1) ჰოლანდიის ნაკრებს ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 3 აქვს მოგებული (4- წაგება, 1-ფრე).
2) ჰოლანდიელთა კაპიტანმა მარკ ვან ბომელმა დანიასთან მატჩში მიიღო ყვითელი ბარათი და დისკვალიფიკაციას უნდა მოერიდოს, ვინაიდან ორი ყვითელი ავტომატურად ერთ მატჩს ატოვინებს ფეხბურთელს.
3) იახიმ ლიოვს ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ყავს. გერმანელთა საშუალო ასაკი -ია.
4) თუ დრეს პოდოლსკი ითამაშებს ის ჩაატარებს 99-ე მატჩს ნაკრებში და ამ მაჩვენებლით გადაასწრებს მიხაელ ბალაკს.
5) სულ ეს ნაკრებები ერთმანეთს 38-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც გერმანიამ 14-ჯერ მოიგო, ჰოლანდია 10-ჯერ და 14 მატჩი ფრედ დასრულდა.
6) ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს გასულ წელს შეხვდნენ ჰამბურგში ამხანაგურ მატჩში. ის შეხვედრა გერმანელებმა 3:0 მოიგეს.
7) ჰოლანდია გერმანია 2002 წლის ნოემბრის მერე არ ყავს დამარცხებული.
8) გერმანიიდან ყვითელი ბარათი ჰოლგერ ბასშტუბერს და ჟერომ ბოატენგს აქვთ.
9) ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გერმანია 2:1 მოიგებს.
|