მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » ივნისი » 8 » პრევიუ: პოლონეთი Vs საბერძნეთი
7:59 AM
პრევიუ: პოლონეთი Vs საბერძნეთი
პოლონეთი - საბერძნეთი
თარიღი: 8 ივნისი, 20:00
ჩემპიონატი: ევრო 2012
ქალაქი: ვარშავა - პოლონეთი
სტადიონი: ნაროდოვის სტადიონი
ტევადობა: 58 145
მთავარი მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო(ესპანეთი)
პოლონეთის ნაკრებს არ ყავს ტრავმირებული ფეხბურთელები და საუკეთესო ფეხბურთელებით შეხვდება ევროპის ჩემპიონატს.

ფრანჩიშეკ სმუდას განკარგულებაში არიან ისეთი დონის ფეხბურთელები როგორებიც არიან: რობერტ ლევანდოვსკი, იაკუბ ბლაშუკოვსკი, ლუკაშ პიშჩეკი, რაფაელ მურავსკი და ეუგენ პოლანსკი.

პოლონეთის სავარაუდო შემადგენლობა: სჩესნი; პიშჩეკი, ვასილევსკი, პერკისი, ბოენიში; მურავსკი, პოლანსკი; ბლაშუკოვსკი, ობრანიაკი, ბურაკი; ლევანდოვსკი.
საბერძნეთი: ბერძნებს დაუბრუნდათ ვასილ ტოროსიდისი, რომელმაც სლოვენიასთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო ტრავმა, მაგრამ იყო გუნდის ბოლო ვარჯიშზეც.

ბერძნები 4-3-3 შემტევი ტაქტიკით ითამაშებენ. საეჭვო იყო სოტირის ნინისის თამაშიც, მაგრამ ის გამოჯანმრთელდა და სავარაუდოდ საკმზე იქნება.

საბერძნეთის სავარაუდო შემადგენლობა: ჩალკიასი; ტოროსიდისი, პაპათოუპოულოსი, პაპადუპოულოსი, ჰოლებასი; კარაგუნიესი, კაცოურისი, მანიატისი; სალპინგიდისი, გეკასი, სამარასი.
1)საბერძნეთს პოლონეთის წინააღმდეგ ყველა 8 გასვლითი მატჩი აქვს წაგებული და 4 გოლი გატანილი, 22 გაშვებული.
2)მთლიანობაში ეს ნაკრებები ერთმანეთს 15-ჯერ შეხვდნენ. აქედან 10 პოლონელებმა მოიგეს, 3 ბერძნებმა და ორი მატჩი ფრედ დასრულდა.
3)კარაგუნიესს ნაკრების რიგებში 117 მატჩი აქ ჩატარებული და მხოლოდ ორით ჩამორჩება თეოდორეს ზაგორაკისს, რომელსაც ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
4)პოლონელები 2008 წელს პირველად მოხვდნენ ევროზე, მაგრამ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს 1 ქულით.
პოლონეთის ნაკრების უკანასკნელი მატჩები:

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 715 | დაამატა: ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]