მთავარი » 2012 მაისი 29 » პარკერი მომჯობინდა
6:09 PM პარკერი მომჯობინდა | |
![]() 2011/12 წლის სეზონების ბოლოს, "ტოტენჰემის " ნახევარმცველმა აქილევსის დაზიანება მიიღო და გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ფეხბურთელი ვერ შეძლებდა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებას. იყო მოსაზრება, რომ ტრავმა სერიოზული იყო და პარკერს ოცნებას დაამსხვრევდა, კერძოდ კი ეთამაშა "ინგლისის" ნაკრების რიგებში.
პარკერმა "ნორვეგიასთან" გამართულ შეხვედრაში მოახერხა დაბრუნება. მან მინდორზე 55 წუთი დაჰყო. მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგო სკამზე ჯდომისას ფეხბურთელს ყინულები ედო კოჭზე, განაცხადა, რომ იგი თავს კარგად გრძნობს და მოხარულია დაბრუნებით. "წინა 3 დღე მე ვვარჯიშობდი, ეს ჩემი პირველი თამაში იყო ტრავმის შემდეგ. შვება ვიგრძენი და თავსაც კარგად ვგრძნობ. მე მინდოდა, რომ გუნდის შემადგენელი ნაწილი ვყოფილიყავი და დარჩენა ნამდვილად არ მინდოდა. მიხარია, რომ საქმე ასე თუ ისე კარგად წამივიდა და უკვე მზად ვარ". სკოტ პარკერმა როი ჰოჯსონზეც ისაუბრა: "როი განსხვავებული მწვრთვნელია, განსხვავებული იდეებით. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოვახდინოთ ერთმანეთთან ადაპტაცია. ჩვენ ყველანი სხვადასხვა კლუბებში ვთამაშობთ და ყველას თავისებური სტილი გვაქვს. რომ შეგვკრიბა, აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა ნორვეგიის წინააღმდეგ და ჩვენც მისი დავალებების შესრულება ვეცადეთ". "ეს ეხება ტაქტიკურად აწყობილ და დისციპლინირებულ გუნდს, რომელიც მაღალ დონეზე უნდა იყოს მომზადებული. ეს კარგად ჩანდა მოწინააღმდეგე გუნდში, ისინი დისციპლინირებულად თამაშობდნენ და მათი დაჯაბნა გვიჭირდა". - განაცხადა პარკერმა ნორვეგიის ნაკრებთან რთულ ბრძოლაში გამარჯვების შემდგომ. "შესვენებაზე ყველანი დაძაბულები ვართ, როგორც ყოველთვის. შენ თუ შეგიძლია გქონდეს საფუძველი, რომელიც გაგაძლიერებს, ეს მოწინააღმდეგე გუნდს ავნებს. ყველა ინდივიდუალურად ვუდგებით ამას. დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი კვირიდან მომდევნო 10 დღე ნიუანსებას გამოვასწორებთ და უკეთეს სათამაშო იდეებს შევიძენთ". | |
|
სულ კომენტარები: 0 | |