მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » აპრილი » 10 » პატარა ბო*ი - არსენალი ვერასდროს გაიმარჯვებს
12:24 PM
პატარა ბო*ი - არსენალი ვერასდროს გაიმარჯვებს

არსენალის ყოფილმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ, რომელიც ამჟამად მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს, განაცხადა, რომ თავისი გუნდი შეძლებს პრემიერლიგის მოგებას, არსენალი კი ვერცხლის მედალით დაკმაყოფილდება.

ემირეითს სთეიუდიუმზე კვირას გამართულ შეხვედრაში, სადაც მეთოფეებმა მანჩესტერ სიტი 1:0 დაამარცხეს, ნასრის ყოველ შეხებას ბურთთან ლონდონელი ქომაგის სტვენა ახლდა თან.

„მე ვარ გუნდში, რომელიც ბრძოლობს ტიტულის მოსაგებად. მე არ მიდა ფეხბურთის თამაში მხოლოდ სიყვარულით, მე მინდა მივიღო ტიტულები, რომლებზეც პატარაობაში მუდამ ვოცნებობდი. არსენალის გულშემატკივრებს არ ესმით, რომ მათი გუნდი ვერ მოიგებს ტიტულს მთავარი მწვრთნელის, კლუბის ხელმძღვანელობის და მოთამაშეების გამარჯვების ფილოსოფიის არარსებობის გამო".

„მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობა თავის ფულს გონივრულად ხარჯავს, ამიტომ კლუბს შეიძლება ვუწოდოთ - მომავალის კლუბი. ახალგაზრდა ფეხბურთელების გადაბირებით მანჩესტერ სიტის დიდი პოტენციალი შეემატა".

„მოხარული ვარ, რომ ვარ გუნდში, სადაც ყველა მოთამაშეს იგივე ამბიციები აქვს. გუნდში შექმნილია ატმოსფერო, სადაც ყველა გრძნობს, რომ კლუბის მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა. არსენალში ასე არ იყო"

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 723 | დაამატა: Chamberlain | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]