მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-12-16
მთავარი » 2012 » ივნისი » 2 » პრევიუ: ინგლისი Vs ბელგია
9:09 PM
პრევიუ: ინგლისი Vs ბელგია

ინგლისი Vs ბელგია

თარიღი: 2 ივნისი, 20;15
ჩემპიონატი: ამხანაგური მატჩი
ქალაქი: ლონდონი
სტადიონი: უემბლი


ინგლისის ნაკრებს ევრო 2012-ზე ფრენკ ლამპარდი ვერ დაეხმარება ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო. "ჩელსის" ნახევარმცველს ჯორდან ჰენდერსონი ჩაანაცვლებს. თუმცა დღეს აენდერსონი არ იქნება ძირითადში.

როი ჰოჯსონის გუნდს ლამპარდის გარდა გარეტ ბერი არ ეყოლება ევრო 2012-ზე. ბერიმ ნორვეგიასთან ახმანაგურ მატჩში მიიღო ბარძაყის ტრავმა. "სიტის" ფეხბურთელს "ევერტონის" ნახევარმცველი ფილ იაგელკა ჩაანაცვლებს.

სკოტ პარკერის თამაში საეჭვოა. მას ქუსლის ტრავმა ქონდა, მაგრამ 80% ძირითადში მაინც იქნება. ნაკრებს ვერ დაეხმარება ეშლი იანგი ავადმყოფობის გამო და ის დაისვენებს.

ინგლისის სავარაუდო შემადგენლობა: ჰარტი; ჯონსი, ტერი, კეჰილი, კოული; ვოლკოტი, მილნერი, პარკერი, დაუნინგი; ჯერარდი; ქეროლი.

ბელგია: ბელგიის ნაკრებს არანაერი პრობლემა აქვს. ნაკრები ვარსკვლავებით არის დაკონპლექტებული და წარმატებას მაინც ვერ აღწევენ.

ბელგიის სავარაუდო შემადგენლობა: მინოლე; ალდერვიერელდი, კომპანი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ვიტსელი, დეფოუ, ფელაინი, აზარი; დემბელე; მერტენსი.

საინტერესო ფაქტები:

1) ამ მატჩზე იქნება კარის ხაზის სისტემა, მაგრამ ეს მხოლოდ დღევანდელი მატჩისთვის არის განკუთვნილი.

2) ინგლისის ნაკრებს ზედიზედ 10 მატჩი არ წაუგია ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ. ბელგიას მხოლოდ ორჯერ ყავს დამარცხებული ინგლისი.

3) როი ჰოჯსონს "ლივერპულიდან" ყველაზე მეტი, ხუთი ფეხბურთელი ყავს გამოძახებული: სტივენ ჯერარდი, ენდი ქეროლი, სტიუარდ დაუნინგი, გლენ ჯონსონი და ჯორდან ჰენდერსონი.

4) სტიუარტ დაუნინგი ინგლისის ნაკრების საუკეთესო მეპასეა.

5) ბელგიის ნაკრებმა ბოლო ამხანაგური მატჩი მონტენეგროსთან ჩაატარა და 2:2 ითამაშა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 656 | დაამატა: ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]