მთავარი »
2012 » თებერვალი » 14 » რემსის "მკვლელი" გოლები
8:55 PM რემსის "მკვლელი" გოლები |

უცნაურია, მაგრამ აარონ რემსის მიერ გატანილ გოლებს რომელიმე ცნობილი ადამიანის სიკვდილი მოჰყვება. ამ სასწაულებრივ დამთხვევაზე ერთი სიახლე ადრეც დავწერე, მაგრამ მას შემდეგ "რემსის გოლებით მოკლულ ადამიანთა" რიცხვი გაიზარდა.
წელიწადზე ნაკლებ დროში აარონ რემსიმ 4 ცნობილი პიროვნება "გამოასალმა სიცოცხლეს". უკანასკნელი მსხვერპლი, პოპ-მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი, უიტნი ჰიუსტონია. ეს უცნაური დამთხვევა 2011 წლის მაისიდან დაიწყო, როდესაც რემსიმ მანჩესტერ იუნაიტედს გაუტანა. აღნიშნული მატჩის მეორე დღეს სიცოცხლეს ტერორისტული სამყაროს ლიდერი, უსამა ბინ-ლადენი გამოასალმეს.
ოქტომბერში რემსიმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა, რომელსაც ამჯერად ყველაზე წარმატებული ფირმის, "Apple"-ს დამფუძნებლის, სტივ ჯობსის გარდაცვალება მოჰყვა. იგი რემსის გოლიდან 3 დღეში გარდაიცვალა. ერთ თვეზე ნაკლებ დროში აარონმა მარსელსაც გაუტანა. მისი შემდეგ მსხვერპლი კი მეორე დღესვე გაირკვა. ამჯერად აარონმა მუამარ კადაფი "მოკლა".
მისი ჯერ-ჯერობით ბოლო "მსხვერპლის" ვინაობა კი გუშინწინ გაირკვა, როდესაც სანდერლენდთან გატანილი გოლის შემდეგ სიცოცხლეს უიტნი ჰიუსტონი გამოეთხოვა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა უცხოურ ფორუმზე დაწერა: "შეშფოთებული ვარ იმ ფაქტით, რომ თუ რემსიმ გოლების გატანას მოუმატა, სიტუაცია გაუკონტროლებელი გახდება"

|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 806 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]