მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-06-17
მთავარი » 2012 » აპრილი » 21 » რობინ ვან პერსი : ამოცანა ნათელია,უბრალოდ უნდა მოვიგოთ
3:24 PM
რობინ ვან პერსი : ამოცანა ნათელია,უბრალოდ უნდა მოვიგოთ



პრემირელიგაში სეზონის უმთავრესი დერბი გაიმართება


ინგლისის პრემიერლიგის 35-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება დღეს ლონდონის "ემირეით სთედიუმზე",სადაც "არსენალი" "ჩელსის" დაუპირისპირდება. არსენ ვენგერის შეგირდები საკმაოდ მოტივირებულნი ხვდებიან ამ შეხვედრას,ვინაიდან,გამარჯვების შემთხვევაში,მეთოფეები კიდევ უფრო მყარად მოიკიდებენ ფეხს მესამე საპრიზო საფეხურზე,ხოლო "არისტოკრატებს", მართალია 3 ქულა არ აწყენდათ,მაგრამ მათი ფიქრები მაინც კატალონიაშია,ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში და ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა,რომ დი მატეოს გუნდმა დიდი ბრძოლა გაუმართოს მოწინააღმდეგეს.
ეს გარემოება კარგად მოეხსენება არსენალის მთავარ მეგოლეს,ჰოლანდიელ რობინ ვან პერსის,ის დარწმუნებულია,რომ დღევანდელ მატჩში გამარჯვება მის გუნდს დარჩება,-"ჩელსიმ ბოლო დროს საგრძნობლად მოუმატა და ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც კარგად გამოჩნდა,ისინი დიდებულად იცავდნენ თავს და ელვისებურ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ,რომელთა გული და სული დიდიე დროგბა იყო.თუ მათ იგივე ტემპში გააგრძელეს ასპარეზობა, არსენალს უამრავ პრობლემას შეუქმნიან,მაგრამ ჩვენც არ ვაპირებთ არაფრის დათმობას,ყველა რესურსი გაგვაჩნია,რომ ეს შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ,"-აცხადებს ვან პერსი.შეგახსენებთ,არსენ ვენგერის გუნდი, სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება ,64-ქულით და უახლოეს მდევარ,"ტოტენჰემს" 5 ქულით უსწრებს,ხოლო "ჩელსის" კი,რომელიც მე-6 პოზიციაზეა, 7-ით
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 699 | დაამატა: ucha | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]