მთავარი » 2012 აპრილი 19 » რომელი გუნდია ბურთის ფლობით საუკეთესო?
9:32 PM რომელი გუნდია ბურთის ფლობით საუკეთესო? | |
საფეხბურთო სტატისტიკოსებმა ბევრი ითვალეს თუ ცოტა, გამოთვალეს ბურთის ფლობის მხრივ ოცი საუკეთესო ევროპული კლუბი. პირველ სამეულში "ბარსელონა”, მიუნხენის "ბაიერნი” და ტურინის "იუვენტუსი” მოხვდნენ. "იუვენტუსმა” აჯობა ისეთ გუნდს, როგორიცაა მადრიდის "რეალი”, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და პრიმერადივიზიონის თასისთვის იბრძვის. რაც შეეხება სხვა იტალიურ კლუბებეს, გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ "რომა” მეოთხე ადგილზეა, "მილანი” კი მერვე ადგილს იკავებს. გთავაზობთ ბურთის ფლობის მხრივ ოცი საუკეთესო ევროპული კლუბის სიას. 1. "ბარსელონა” – 69.5%. 2. "ბაიერნი” – 63.9%. 3. "იუვენტუსი” – 61.2%. 4. "რომა” – 60.4%. 5. "რეალი” – 59.5%. 6. "არსენალი” – 59.5%. 7. "ლილი” – 59%. 8. "მილანი – 58.8%. 9. "მაჩესტერ სიტი” – 57.7%. 10. "სუონსი” – 57.5%. 11. "მანჩესტერ იუნაიტედი” – 57.3%. 12. ბილბაოს "ატლეტიკი” – 56.3%. 13. "მარსელი” 55.9%. 14. "ჩელსი” – 55.7%. 15. "ტოტენჰემი” – 55.6%. 16. "ვალენსია” – 55.6%. 17. "ლივერპული” – 55.3%. 18. მიუნხენგლადბახის "ბორუსია” – 54.8%. 19. "პარი სენ-ჟერმენი” – 54.6%. 20. "ესპანიოლი” – 54.1%. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|