მთავარი »
2012 » აპრილი » 10 » რონალდო არსენალს უნდოდა
12:30 PM რონალდო არსენალს უნდოდა |

კრისტიანო რონალდოს აგენტმა ხორხე მენდესმა განაცხადა, რომ არსენალს წარსულში შეეძლო პორტუგალიელი ფეხბურთელის შეძენა, მაგრამ ლონდონელებმა რატომღაც უკან დაიხიეს. შედეგად, კრიშტიანომ მალევე მოაწერა ხელი მანჩესტერ იუნაიტედთან.
მადრიდის რეალის ვარსკვლავი მანკუნიანელთა ბანაკში 2003 წელს, სპორტინგიდან გადავიდა. მენდეზი აცხადებს, რომ კრიშტიანო ახლოს იყო არსენალში გადასვლასთან, მაგრამ მეთოფეებმა გადაწყვეტილების მიღება დაახანეს.
„არსენალის წარმომადგენლები რონალდოს თაობაზე ცხრაჯერ ან ათჯერ დამიკავშირდნენ, მაგრამ მათ ვერ გადაიხადეს ტრანსფერში საჭირო თანხა. შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ლისბონში, ახალ სტადიონზე განაცხადა, რომ ახალგაზრდა რონალდოს თამაშმა ძალიან მოხიბლა და გადაწყვიტა იგი თავის გუნდში წაეყვანა", - განაცხადა აგენტმა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 667 |
დაამატა: Chamberlain
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]