მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 16 » როსიცკი: „ჩვენ ვალდებულნი ვართ შევინარჩუნოთ მესამე ადგილი“
7:06 PM
როსიცკი: „ჩვენ ვალდებულნი ვართ შევინარჩუნოთ მესამე ადგილი“

ტომაშ როსიცკიმ განაცხადა, რომ თავის გუნდს სჭირდება ჩემპიონატის დასრულებამდე მესამე ადგილის შენარჩუნებაზე მაქსიმალური კონცენტრაციის გაკეთება.

„უიგანმა ოთხშაბათს დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი და ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ მძიმე გამოცდა გველის", - აცხადებს ჩეხი ფეხბურთელი.
„რა თქმა უნდა ჩვენ გასამარჯვებლად უნდა ვითამაშოთ და უნდა ვაჩვენოთ საუკეთესო თამაში. უიგანს ჰყავს ბევრი ძალიან კარგი მოთამაშე და ახალგაზრდა მწვრთნელი, ასე რომ, მატჩი რთული იქნება.
ჩვენ გვაქვს კარგი შანსი, რომ დავიმკვიდროთ თავი მესამე ადგილზე და ჩვენ ამის მიღწევა თუ გვინდა, აუცილებლად უნდა მივაღწიოთ მატჩში დადებით შედეგს. ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება ასეთ მნიშვნელოვან მატჩში.
შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ უიგანის წინააღმდეგ მატჩი არაა დიდი მნიშვნელობის. მაგრამ ჩვენი მეტოქე იბრძვის გადარჩენისთვის და ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია წარმატების მიღწევა.
ქპრს წინააღმდეგ შეხვედრაში ჩვენ კარგად დაგვამახსოვრდა, თუ რას ნიშნავს გადარჩენისთვის მებრძოლი გუნდის წინააღმდეგ თამაში, ასეთივე მატჩი იქნება ორშაბათს. დადებითი შედეგის მისაღწევად ჩვენ 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ".

ტომაშმა მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს ბოლო მატჩებში მხარდაჭერისათვის.

„ჩვენს ბოლო საშინაო მატჩებში საოცარი ატმოსფერო იყო. გუნდი გრძნობს გულშემატკივრებისგან მხარდაჭერას, რაც ძალიან სასარგებლოა ჩვენთვის", - აცხადებს როსიცკი.
„ძალიან კარგია, როდესაც 90 წუთის განამვლობაში გულშემატკივრები ფეხზე წამოჭრილები გიჭერენ მხარს.
გულშემატკივრები ემირეითსზე თამაშის დროს ჩვენს წარმატებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებებით შევინარჩუნებთ მათ სიყვრაულს".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 636 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]