მთავარი » 2012 მაისი 23 » როსიცკი ევროპირველობაზე ითამაშებს
3:35 PM როსიცკი ევროპირველობაზე ითამაშებს | |
![]() ჩეხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ტომაშ როსიცკი თავის გუნდს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე დაეხმარება. AP-ს ცნობით, 31 წლის ნახევარმცველი, რომელიც ფეხის კუნთებმა შეაწუხა, ევროპირველობას სრულ მზადყოფნაში შეხვდება.
ლონდონის "არსენალის” შუახაზელმა საწვრთნელი პროცესი დღეს განაახლა. როსიცკი მხოლოდ ინდივიდუალურად დაიტვირთა, მაგრამ როგორც სამედიცინო შტაბი აცხადებს, სულ მალე, ჩეხი სრული დატვირთვით ივარჯიშებს. შეგახსენებთ, რომ თავის დაზღვევის მიზნით, ჩეხების დამრიგებელმა მიხალ ბილეკმა ნაკრებში "პლზენის” ნახევარმცველ ვლადიმირ დარიდუს უხმო, მაგრამ საქმე ისე მიდის, რომ ევრო 2012-ზე მისი საჭიროება არ იქნება და გუნდის დირიჟორობას როსიცკი ითავებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |