მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-06-17
მთავარი » 2012 » მარტი » 12 » როსიცკიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა
6:45 PM
როსიცკიმ კონტრაქტი გაახანგრძლივა

             არსენალის ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ გუნდთან ახალ კონტრაქტზე მოაწერა ხელი. ჩეხი ვერ მალავს ემოციებს და აცხადებს, რომ მისთვის ეს დიდი პატივია. ტომაშ როსიცკი ჩეხეთის რესპუბლიკის მოთამაშეა, მას ეროვნულ ნაკრებში 18 გოლი აქვს გატანილი. ალბათ ყველას გახსოვთ როგორ სკეპტიკურად უყურებდა 2006 წელს მთელი ინგლისი ტრავმირებული როსიკცის გადმოყვანას დორტმუნდის ბორუსიადან, მაგრამ მუსიე ვენგერი როგორც ყოველთვის არ ცდება ნიჭიერი ფეხბურთელის არჩევაში.31 წლის ჩეხის კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურებოდა, მაგრამ ის დათანხმდა გაეგრძელებინა მეთოფეებთან ურთიერთობა. ტომაში კი ბოლო კვირების მანძილზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რობინ ვან პერსისთან ერთად ის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა.

ტომაშ როსიცკი: "ჩემთვის უდიდესი პატივია მოვაწერო ხელი ახალ კონტრაქტს, მე მიყვარს კლუბი და ვამაყობ იმით, რომ მაცვია არსენალის მაისური. ეს გუნდი ჩემთვის ყველაფერია. არსენალი დღეს დღეობით ბევრი კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. მე მჯერა ჩემი გუნდის, რომ მივაღწევთ საურველ შედეგს".

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 787 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]