
26 მაისს ჩეხეთის ნაკრები ისრაელთან პირველ ტესტ-მატჩს გამართავს, 1 ივნისს კი პრაღაში უნგრეთის ნაკრებთან ექნება საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლა. ჩეხები A ჯგუფში, რუსეთთან, საბერძნეთთან და მასპინძელ პოლონეთთან ერთად მოხვდნენ. ჩეხეთის ნაკრების ფაქტობრივად საბოლოო სია ასე გამოიყურება: მეკარეები: პეტრ ჩეხი (ჩელსი), იაროსლავ დრობნი (ჰამბურგი), ტომაშ გრიგარი (ტეპლიცე), იან ლაშტუვკა (დნეპრი). მცველები: რომან ჰუბნიკი (ჰერტა), მიხალ კადლეცი (ლევერკუზენი), ტომაშ სივოკი (ბეშიქთაში), დანიელ პუდილი (ჩეზენა), დავიდ ლიმბერსკი (ვიქტორია), ფრანტიშეკ რაიტორალი (ვიქტორია), თეოდორ გებრე სელასიე (სლოვანი), მარეკ სუხი (სპარტაკი). ნახევარმცველები: ტომაშ როსიცკი (არსენალი), პეტრ ირჟაჩეკი (ვოლფსბურგი), დანიელ კოლარჟი (ვიქტორია), ვაცლავ პილარჟი (ვიქტორია), იან რეზეკი (ანორთოსისი), იაროსლავ პლაშილი (ბორდო), მილან პეტრჟელა (ვიქტორია), ტომაშ ჰიუბშმანი (შახტარი). თავდამსხმელები: მილან ბაროში (გალათასარაი), ტომაშ პეკჰარტი (ნიურნბერგი), დავიდ ლაფატა (იაბლონეცი), ტომაშ ნეციდი (ცსკა).
|