მთავარი » 2012 მარტი 9 » როსიცკი კონტრაქტს ახანგრძლივებს
8:20 PM როსიცკი კონტრაქტს ახანგრძლივებს | |
![]() არსენალის ნახევარმცველის ტომაშ როსიცკის აგენტმა განაცხადა, რომ თავისი კლიენტი ხელს მოაწერს კლუბში ახალ კონტრაქტს. გავიხსენოთ, რომ 2006 წელს დორტმუნდის ბორუსიადან როსიცკი გადაბარგდა ლონდონში. ამის შემდეგ ის მინდორზე არსენალის მაისურით 156-ჯერ გამოჩნდა, სადაც მან 19 გოლის გატანა შეძლო. თუმცა, თავისი ნიჭის სრულად გამოჩენაში ტომაშს ხელი ტრავმებმა შეუშალეს. მიმდინარე წლის დასაწყისში ბევრი ამბობდა, რომ 31 წლის ჩეხი ფეხბურთელი დატოვებდა მეთოფეებს. თუმცა სიტუაცია ძალიან სწრაფ იცვლება და ახლა როსიცკი მზად არის მოაწეროს ხელი ახალ კონტრაქტს. „ჩვენმა მოლაპარაკებებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და საბოლოოდ მივაღწიეთ შეთანხმებას. მცირე დეტალები კვლავ განსახილველია", - განაცხადა აგენტმა პოლ პაშკამ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |