მთავარი »
2012 » თებერვალი » 11 » სანდერლენდი 1:2 არსენალი
9:24 PM სანდერლენდი 1:2 არსენალი |
 25-ე ტურში ლონდონის არსენალმა ძალიან მძიმე ბრძოლაში მოახერხა და 2-1 დაამარცხა სანდერლენდი მისზავე მოედანზე. ლეგენდარული ტიერი ანრი კვლავ როგორც ძველ, კარგ დროს გადამწყვეტ მომენტში საჭირო ადგილას დაუხვდა ბურთს და არსენალის გულშემატკივრებს მორიგი სასწაული წუთები გვაჩუქა. ალბათ სიტყვებით შეუძლებელია იმ ემოციების გამოხატვა, რომელიც ტიტიმ კვლავ მოგვანიჭა.
"შავი კატების" მოედანი რბილად რომ ვთქვათ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, რაც ერთი-ორად ართულებდა არსენალის მდგომარეობას. ამ ყველაფერს კი 70-ე წუთზე ის უიღბლობა დაემატა, რომელიც არსენალის თამაშებს ყოველთვის თან სდევს. მერტესაკერმა ფეხი ძალიან ცუდ მომენტში იტკინა, რითიც მაკკალენმა ისარგებლა და ანგარიში გახსნა. (მას ალბათ არ ქონდა ნანახი, თუ როგორ იცავს ფეარ პლეის წესებს ლეგენდარული პაოლო დი კანიო, წინააღმდეგ შემთხვევაშ თამაშს გააჩერებდა). ამის გამო სანდერლენდის ფეხბურთელები სამაგალითოდ დაისაჯნენ, ზუსტად 5 წუთში რამსიმ შორეული დარტყმით წონასწორობა აღადგინა. ამის შემდეგ მოხდა ის რაზეც ზემოთ ვისაუბრე, დამატებით დროში ანდრეი არშავინმა საჯარიმოშ ზუსტად მოძებნა ტიერი ანრი, რომელმაც ერთი შეხებით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა საყვარელ გუნდს.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 753 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]