მთავარი » 2012 მაისი 7 » სანია: „ჯონსონმა ტრავმა განზრახ მომაყენა“
8:52 AM სანია: „ჯონსონმა ტრავმა განზრახ მომაყენა“ | |
![]() არსენალის მარჯვენა მცველმა ბაქარი სანიამ თავის ტრავმაში დაადანაშაულა ნორვიჩის მოთამაშე ბრედლი ჯონსონი, რომელმაც შაბათს გამართულ შეხვედრაში შეგნებულად მიაყენა დაზიანება ფრანგს. გავიხსენოთ, რომ შაბათს მეთოფეებმა საკუთარ სტადიონზე ვერ შეძლეს ნორვიჩის დამარცხება (3:3). გარდა ამისა, არსენალმა დაკარგა ყველაზე სტაბილური მცველი ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში. ამ სეზონში ბაქარი სანიასთვის ეს მეორე ტრავმაა და ახლა მოთამაშე იძულებულია გამოტოვოს ევრო 2012. ფრანგი მიიჩნევს, რომ ნორვიჩის ნახევარმცველმა მასზე განზრახ იუხეშა. „მე ვფიქრობ, რომ მან ეს განზრახ გააკეთა. მან ძალიან ძლიერად ჩამარტყა ფეხში. მე ავდექი და თამაში გავაგრძელე, მაგრამ როდესაც ვცდილობდი ბურთის მიღებას, ვიგრძენი დიდი ტკივილი. სწორედ ასეთი ტკივილი განვიცადე პირველი ტრავმის დროსაც, როდესაც ტოტენჰემთან ვთამაშობდით". „მან ზუსტად იმ ადგილზე ჩამარტყა, სადაც ოპერაცია მქონდა გაკეთებული. ამ სეზონში ეს ჩემთვის უკვე მეორე ტრავმაა. პირველი ტრავმის შემდეგ როგორც იქნა დაბრუნება მოვახერხე და ახლა იგივეს გაკეთება მეორედ მომიწევს. ეს უფრო რთული იქნება", - განაცხადა სანიამ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |