მთავარი » 2012 ივნისი 2 » შესნი: "არსენალიდან" უტიტულოდ არ წავალ
9:35 AM შესნი: "არსენალიდან" უტიტულოდ არ წავალ | |
უკვე შვიდი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "არსენალმა" ინგლისის ლიგის თასის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა დამატებით პენალტების სერიაში და მოიპოვა ტიტული, რომელიც ჯერჯერობით უკანასკნელია.
"მეთოფეთა" 21 წლის მეკარე სჩეზნი მიიჩნევს, რომ "არსენალისთვის" მესამე ადგილი მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგია, თუმცა ის ფიქრობს, რომ მომავალ სეზონში მისი გუნდი უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. "მე ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი რომელიმე სხვა კლუბში. სანამ "არსენალში" რაიმე ტიტულს არ მოვიგებ მე სხვა გუნდში არ გადავალ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რომ მაქვს თუ არა იმდენი ამბიცია, რომ "არსენალთან" ერთად მესამე ადგილზე მაღალი შედეგი დავიკავო. რა თქმა უნდა მაქვს! მიმდინარე სეზონში მესამე ადგილი ჩვენი მაქსიმუმია და მომავალ წელს ვეცდებით ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლოთ. უკვე 7 წელია ვერ ვიგებთ ტიტულს, თუმცა ვინ იცის რა მოხდება მომავალ სეზონში. მე სარკის წინ ვდგავარ და ჩემს თავს ვეუბნები: მე მინდა რაიმე ტიტულის მოგება "არსენალთან" ერთად. მე მინდა გავხდე იმ გუნდის ნაწილი, რომლისთვისაც ცუდი დროება დასრულდა. მე არ წავალ აქედან, სანამ ტიტულს არ მოვიგებ." - აცხადებს შესნი. | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |