მთავარი »
2012 » აპრილი » 5 » შამახი არსენალში რჩება
3:21 PM შამახი არსენალში რჩება |

ლონდონის "არსენალის” ფორვარდმა – მარუან შამახმა განაცხადა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, კლუბის შეცვლას არ გეგმავს. "დავბრუნდები თუ არა "ბორდოში”? დღევანდელი მდგომარეობით, "არსენალში” ვრჩები. ეს საკითხი მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერთან ერთად უკვე განვიხილე. ვფიქრობ, მას ჩემი სჯერა და შორს არაა ის დრო, როცა ძირითად შემადგენლობაში ადგილს მანდობს. "ბორდო” იმიტომ დავტოვე, რომ თამაში გამეუმჯობესებინა. ჩემს აგენტს უკვე ვუთხარი, რომ ყველა კლუბის შემოთავაზება უარყოს”, - განუცხადა 28 წლის მაროკოელმა Onze-ს. შეგახსენებთ, რომ შამახი "არსენალში” 2010 წელს, ფრანგული "ბორდოდან”, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. მან ლონდონელთა მაისური 61-ჯერ მოირგო და 12 გოლი მიითვალა.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 675 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]