მთავარი » 2012 მაისი 16 » შესნი: "აღფრთოვანებული ვიყავი კლუბის ლეგენდებით"
2:01 PM შესნი: "აღფრთოვანებული ვიყავი კლუბის ლეგენდებით" | |
![]() 21 წლის პოლონელი მეკარე ვოიცეჰ შესნი არსენალს ჯერ კიდევ 2006 წელს შეუერთდა. მან თავი შესანიშნავად წარმოაჩინა არსენალში სინჯებზე მყოფმა და ვენგერის სიმპატიებიც დაიმსახურა. შესნიმ არსენალის მაისურით უკვე 71 შეხვედრის ჩატარება მოასწრო. ეს ბრწყინვალე შედეგია იმის გათვალისჭინებით, რომ მისი დებიუტი მხოლოდ 2010 წლის დეკემბერში შედგა. "მე ვფიქრობ, რომ მთავარი როლი ჩემს არსენალურ კარიერაში გუნდში არსებულმა სიტუაციამ განაპირობა. როდესაც არსენალში მოვედი, მაშინ გუნდში ისეთი ვარსკვლავები ირიცხებოდნენ, როგორებიც რობერ პირესი, იენს ლემანი და ტიერი ანრია. ისინი ფანტასტიური ფეხბურთელები არიან, ხშირად ვადევნებდი მათ თამაშს თვალს და ყოველთვის მსურდა მეთამაშა მათთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ეხლანდელ ახალგაზრდულ გუნდებში არიან ფეხბურთელები, რომლებიც ჩემს თამაშს ადევნებენ თვალს და მათაც სურთ ჩემს გვერდით თამაში. ეს უბრალოდ შესანიშნავია. მე ვფიქრობ, რომ არსენალის სკაუტებმა პირველად პოლონეთის 15 წლამდელთა ნაკრების შეხვედრაში შემამჩნიეს. მაშინ ჩვენ საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დავუპირისპირდით და ის შეხვედრა 0-0 დასრულდა. ვფიქრობ, რომ იმ შეხვედრაში თავი კარგად წარმოავაჩინე. ამის შემდეგ კი მოწვევა არსენალიდან მომივიდა. ლონდონი მე თავიდანვე შევიყვარე, ასევე მე თავიდავნე მომეწონა ატმოსფერო, რომელიც გუნდში სუფევდა. მე ვერ ვითმენდი დამეწყო ჩემი კარიერა ამ შესანიშნავ გუნდში. მე ვიცოდი, რომ ესეთი შანსი ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ ეძლევა, მე ეს შანსი კარგად გამოვიყენე და დაუფიქრებლად დავუკავშირე ჩემი კარიერა არსენალს". - აცხადებს ვოიცეჰ შესნი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბარში. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |