მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

სამშაბათი, 2025-06-17
მთავარი » 2012 » მარტი » 7 » შესნი ბოასშს ემხრობა
9:45 PM
შესნი ბოასშს ემხრობა

                 ლონდონის არსენალის მეკარე ვოიცეჰ სჩეზნი მიიჩნევს, რომ ჩელსიში ყველანაირ პროცესს გასახდელ ოთახში არა მთავარი მწვრთნელი, არამედ მოთამაშეები მართავენ.

2007 წელს ჩელსიდან ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ ლურჯებმა მწვრთნელი 7-ჯერ შეცვალეს, მაგრამ არცერთ მათგანს წარმატებისთვის არ მიუღწევია. ერთი ვერსიით, გასახდელ ოთახში დიდი გავლენა აქვთ გუნდის მოთამაშეებზე ჯონ ტერის, ეშლი კოულს და ფრენკ ლამპარდს და ზოგჯერ მათი აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მთავარი მწვრთნელის შეხედეულებები.

სჩეზნის თქმით, ჩელსიში კონფლიქტი სწორედ ლიდერი ფეხბურთელების გააქტიურებამ გამოიწვია, რის გამოც ანდრე ვილაშ-ბოაში სტატიკის როლში იყო. მეთოფეების მეკარე დარწმუნებულია, რომ თავის გუნდში ეს არასოდეს მოხდება.

„ვფიქრობ, ჩელსის მართავს რამდენიმე ინგლისელი მოთამაშე და არა მწვრთნელი. მათ ბოლო წლების განმავლობაში 7 სხვადასხვა მწვრთნელი შეცვალეს, თუმცა არცერთს არ მიუღწევია წარმატებისთვის. არა მგონია, რომ ამ სეზონში ჩვენს გუნდს რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს ოთხეულში მოხვედრისთვის".

„ჩვენთან ყველაფერი სხვანაირად არის. გასახდელ ოთახში ჩვენი უფროსი არსენ ვენგერია. რა თქმა უნდა, რობინ ვან პერსი არის გუნდის კაპიტანი და ლიდერი, მაგრამ გასახდელ ოთახში ყველა თანასწორია. ყველა მოთამაშეს გვჯერა მწვრთნელის. ზოგჯერ ჩვენ ვიხრებოდით წარუმატებლობის მომტანი თამაშისკენ, თუმცა ვენგერმა შეძლო და ჩაგვინერგა თამაშის ის სტილი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია სპექტაკლების დადგმა".

„ჩვენ ვიცით, რომ მაშინაც კი, თუ არასწორი მიმართულებით წავალთ, მაინც შევძლებთ რეაბილიტაციას. ბოლო კვირებში ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ და იმედი მაქვს, რომ ასე გავაგრძელებთ",
 - ციტირებს სჩეზნის ESPN.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 746 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]