მთავარი »
2012 » აპრილი » 10 » შესნი " ჩვენ შეგვიძლია გავუსწროთ სიტის "
12:17 PM შესნი " ჩვენ შეგვიძლია გავუსწროთ სიტის " |

ლონდონის ”არსენალის” კიპერი ვოიცეხ სჩეზნი დარწმუნებულია , რომ მისი გუნდი მესამე ადგილზე დაბლა აღარ ჩამოვა და მეტიც , შანსიც კი აქვთ ”სიტის” გადაასწრონ და სეზონი მეორე ადგილზე დაასრულონ .
მოგეხსენებათ ”მეთოფეებმა” ”ქალაქელები” შინ მიიღეს და მიუხედავათ უამრავი მომენტის გამოუყენებლობისა მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს . პოლონელი მეკარე დარწმუნებულია , რომ ”სიტი” გააგრძელებს წარუმატებლობის სერიას და შანსს მისცემს მათ უშუალო კონკურენტს ცხრილში დაწევის .
ასევე მძიმე სიტუაცია აქვს ”არსენალსაც” . მას ფეხდაფეხ მოსდევს ”ტოტენჰემი” , ”ჩელსი” და ”ნიუკასლი” , თუმცა ვოიცეხს არ ანაღვლებს ეს მდგომარეობა . მისი თქმით ჩრდილო ლონდონელები აუცილებლად მოიპოვებენ პირდაპირ საგზურს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის .
” დარწმუნებული ვარ , რომ სეზონს მესამე ადგილზე დაბლა არ დავასრულებთ . ”სიტიმ” დაკარგა შანსი ჩემპიონობის . ცუდი პერიოდი უდგათ და ვითომ რატომ არ შეგვიძლია გადასწრება ? ჩვენი ამოცანაა მოვიგოთ ყველა დარჩენილი მატჩი . ეს კი წარმატებას აუცილებლად მოგვიტანს ”- განუცხადა სჩეზნიმ ”არსენალის” ოფიციალურ საიტს .
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 673 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]