მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » მაისი » 16 » შესნი: "რაისმა მოგვცა კარგი რჩევები"
1:18 AM
შესნი: "რაისმა მოგვცა კარგი რჩევები"
ვოიცეჰ შესნიმ აღნიშნა, რომ პეტ რაისმა შეიტანა დიდი წვლილი პოლონელი კიპერის კარიერაში, რასაც მან არსენალში მიაღწია. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა ვესტ ბრომვიჩთან გამართული მატჩი, რომელიც პეტისთვის ბოლო იყო, როგორც ვენგერის თანაშემწე და სწორედ აქ დასრულდა მისი 44 წლიანი კარიერა არსენალში. თვითონ პოლონელი მეკარე არსენალში 2006 წელს გადმოვიდა და აცხადებს რომ, პეტი დიდ ყურადღებას აქცევდა მას და კარგ რჩევებსაც აძლევდა მას არსენალში მოსვლის პირველი დღიდანვე. 

"მასთან ერთად გატარებული ექვსი წელი იყო საოცარი. პეტი ყოველთვის საუკეთესო რჩევებს გვაძლევდა, რომელიც მუდამ გვადგებოდა. ჩვენ ყველანი ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით ბოლო მატჩის მოგება და ღირსეულად გავაცილეთ ის. აქვე ძალიან გვწყდება გული იმაზე, რომ ის გუნდიდან მიდის. პეტი მართლაც საოცარი ასისტენტი იყო ვენგერის, ის ძალიან დაგვეხმარა ჩემპიონთა ლიგაზე, როდესაც ვენგერს დისკვალიფიკაცია ჰქონდა. ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული მისმა წასვლამ, მაგრამ ამავდროულად პეტის ნაცვლად დაინიშნა არანაკლებ გამოცდილი სტივ ბოლდი, რომელთანაც მრავალწლიანი კავშირი მაქვს ახალგაზრდულ გუნდში, ისიც ძალიან კარგი მწვრთნელია და მჯერა, რომ სტივი და ვენგერი კარგად გაუგებენ ერთმანეთს", - აცხადებს შესნი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 706 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]