მთავარი » 2012 მარტი 9 » შესნი : "როსიცკი უბრალოდ ფანტასტიურია "
8:22 PM შესნი : "როსიცკი უბრალოდ ფანტასტიურია " | |
![]() ვოიცეჰ სჩეზნიმ შეაქო ტომაშ როსიცკი, რომელიც ბოლო შეხვედრებში არსენალის ნახევარდაცვის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელად მოგვევლინა. როსიცკიმ ბოლო მატჩებში თავისი სტაბილური თამაშით დაიმსახურა გულშემატკივრებისაგან აპლოდისმენტები. ჩეხმა ფეხბურთელმა სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგაზე მილანის წინააღმდეგ თავისი თამაშით ბრწყინვალე შთაბეჭდილებები დატოვა. სწორედ მისი თამაშის გამო მან სჩეზნის კომპლიმენტებიც დაიმსახურა. ჩეხმა ფეხბურთელმა მილანთან შეხვედრაში თავი გოლითაც დაგვამახსოვრა და სჩეზნი მიიჩნევს, რომ როსიცკი ძალიან გავლენიანი და მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისათვის. „ტომაშმა ფანტასტიკურად ითამაშა ბოლო რამდენიმე შეხვედრაში და ტოტენჰემის კარში შესანიშნავი ბურთი გაიტანა. ჩემი აზრით იმ მატჩში საუკეთესო ის იყო", - აცხადებს სჩეზნი. „როსიცკიმ უკანასკნელ მატჩებში ბრწყინვალედ ითამაშა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გააგრძელებს კარგად თამაშს, რადგან როდესაც ის ანალოგიურად თამაშობს, გუნდზეც ძალიან დადებითად ისახება". „როსიცკი ძალიან კლასიკურად აკონტროლებს ნახევარდაცვის ხაზს. ვფიქრობ, რომ ნახევარდაცვის დომინირება ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნებისმიერ შეხვედრაში". ამის გარდა, ვოიცეჰ სჩეზნი მიიჩნევს, რომ არსენალის შთამბეჭდავი გამარჯვება მილანთან მეთოფეებისგან კონკურენტების მიმართ გაგზავნილი შეტყობინებაა. არსენ ვენგერის გუნდი ძალიან ახლოს იყო ჩემპიონთა ლიგის საპასუხო შეხვედრაში მეოთხე გოლის გატანასთან, თუმცა არსენალმა 3:0 გაიმარჯვა ემირეითსზე და შემდეგ ეტაპზე მილანი გავიდა. სჩეზნი თვლის, რომ არსენალმა პირველ ტაიმში თავისი ფეხბურთი ითამაშა და მას სჯერა, რომ ეს აღმასვლა მეთოფეებს დაეხმარებათ მომავალში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის დროს. „მე ვფიქრობ, ჩვენ გავუგზავნეთ ყველა სხვა გუნდს შეტყობინება, რომ როდესაც ჩენ ვაჩვენებთ ჩვენ საუკეთესო თამაშს, შეგვიძლია ევროპაში ნებისმიერი გუნდის დამარცხება", - განაცხადა სჩეზნიმ. „ვფიქრობ, გუნდს შეუძლია ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ანალოგიურად თამაშს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბევრად შორს გასვლას შევძლებთ, ვიდრე ამჯერად". „ეს იყო დიდი გამოცდილება ბევრი ჩვენთაგანისთვის. ზოგიერთი მოთამაშე ჩვენი გუნდიდან ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში პირველად თამაშობდა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაკვეთილი გამოგვადგება მომავალში წინსვლისთვის". „ჩვენი ამბიციები გამოხატავს ამ ტურნირში თამაშის სურვილს. არსენალი ყოველთვის უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაზე და ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ ყველა სეზონში ტიტულის მოპოვებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონშიც ვითამაშებთ ჩემპიონთა ლიგაზე. თუ ჩვენ მოვიგებთ ყველა დარჩენილ მატჩს, შესაძლოა მესამე ადგილზეც კი გავიდეთ". „ჩვენი სათამაშო ფორმა ძალიან სწრაფად მატულობს. ჩვენ სულ ახლახანს დავამარცხეთ პრემიერ ლიგაში ტოტენჰემი და ლივერპული. რაც მთავარია, ჩვენ ორივე მატჩში კარგად ვითამაშეთ. ჩემპიონთა ლიგაზე კი უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ". „ეს არ არის საკმარისი, მაგრამ ჩვენ ავიკრიფეთ საჭირო ფორმა და გვჯერა, რომ დარჩენილ სეზონში კარგად ვითამაშებთ". | |
|
სულ კომენტარები: 0 | |