მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » თებერვალი » 16 » ტანჯვა იწყება ?
2:29 PM
ტანჯვა იწყება ?
როგორც იცით არსებალი შარშან ზუსტად ამ დროს 3 ტურნირზე იბრძოდა და სამივეზე ჰქონდა შანსები, მაგრამ რთულმა კალენდარმა,ტრავმებმა და ლიგაზე წაგებამ ყველაფერი შეცვალა და არამარტო ბრძოლისუნარიანობა არამედ ტიტულიც დაკარგა. რა მოხდება წელს ? როგორც ვიცით არსენალიდან 3 ძირითადის ფეხბურთელი წავიდა ესენია:სესკ ფაბრეგასი , სამირ ნასრი და გაელ კლიში. გაელ კლიშის წასვლამ ჩემი აზრით არსენალს ხეირი მოუტანა რადგან ანდრე სანტოსი ბევრად უფრო შედეგიანია და კარგადაც გამოიყურებოდა.სამირ ნასრის ჩანაცვლება ორმაგად მოხდა, სამირის შეცვლა ვენგერმა 2 ტრანსფერით ჩემბერლეინისა და ჟერვინიოს შეძენით შეძლო. საბოლოოდ სესკ ფაბრეგასი ... სესკის წასვლით არსენალს ლიდერი და ძალიან დიდი ფეხბურთელი გამოაკლდა. სესკის სანაცვლოდ იყიდეს მიკელ არტეტა რომელმაც ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი და ასევე ინათხივრეს იოსი ბენაიუნი რომელიც არც თუ ისე კარგად გამოყურება თავისი სათამაშო დროის წყალობით. ამ ტრანსფერებმა არსენალს ბირთვი გამოაცალა და არსენ ვენგერს ყველაფრის გაკეთება თავიდან მოუხდა. არსენალი სეზონის დასაწყისში საშინელ ფორმაში იყო მაგრამ ვენგერმა შეძლო და კლუბი მე-4 ადგილზე ამოწია, მაგრამ რა მოხდება მომავალში ვინ იცის ? როგორც შარშან ისევე წელსაც არსენალს ახასიათებს ტრავმიანობა , ლიგაზე ცუდი თამაში და ასევე აქვს რთული კალენდარი. მოდი გადავხედოთ კალენდარს.
18 თებერვალი სანდერლენდი - არსენალი 
მარტინ ო’ნილის მოსვლის შემდეგ სანდერლენდმა საოცარი პროგრესი განიცადა და ცხრილის სათავეშიც ამოიწია. სანდერლენდის ძალებში დავრწმუნდით და ყველა მიხვდა რომ ადვილად დასაჩაგრი კლუბი სანდერლენდი არ არის მითუმეტეს როდესაც საკუთარ სტადიონზე თამაშობენ.
26 თებერვალი არსენალი - ტოტენჰემი
ლონდონური დერბი ! ამით უკვე ყველაფერი ნათელია. არავინ იცის რა მოხდება. აქვე მოგახსენებთ რომ სეზონის პირველ ნახევარში ტოტენჰემის სტადიონზე დეზებმა 2-1 დაამარცხეს მეთოფეები.
3 მარტი ლივერპული - არსენალი
ორივე გუნდი იბრძვის მეოთხე ადგილისთვის ჩემპიონატში. უფრო მეტი შანსი რათქმაუნდა არსენალს აქვს რადგან მეთოფეები უკვე ლიგის ოთხეულში არიან. წინა შეხვედრა ემირეითსზე 0-2 დამთავრდა.
6 მარტი არსენალი - მილანი
ამ შეხვედრაში ყველა ელის სასწაულებს. იმისდამიუხედავად რომ არსენალს ყავს ტრავმირებული და აქვს ესეთი რთული კალენდარი მათ მაინც შეუძლიათ თავისი ძალების რწმენა და მილანის დამარცხება.
12 მარტი არსენალი - ნიუკასლი
ერთი შეხედვით ადვილად დასაჩაგრი კლუბი მაგრამ ნიუკასლმა საოცრებები ჩაიდინა იგი მკვეთრად იმყოფებოდა ოთხეულში და არ ნებდებოდა მაგრამ მათმა დაბალმა კლასმა მაინც თავი იჩინა და ნიუკასლი მე-6 პოზიციაზე ჩამოქვეითდა 42 ქულით.
აი ასე გამოიყურება ყველაფერი. არსენალს გაუჭირდება ადგილის შენარჩუნება როგორც ლიგაში ასევე ჩემპიონატის ოთხეულში მაგრამ ისინი მეთოფეები არიან და ყველაფერია მათგან მოსალოდნელი.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 760 | დაამატა: Arsenal | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
0  
1 Vano7   (2012-02-16 3:36 PM) [Entry]
me martla veli saswauls milantan

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]