მთავარი »
2012 » თებერვალი » 13 » ტიერი ანრი მომავალში არსენალში დაბრუნებას არ გამორიცხავს
8:19 PM ტიერი ანრი მომავალში არსენალში დაბრუნებას არ გამორიცხავს |

’’ნიუ იორკ რედ ბულზის’’ ფრანგ ფორვარდ ტიერი ანრის ლონდონის ’’არსენალში’’ არენდით თამაშის ვადა ამოეწურა. თავად 34 წლის ფეხბურთელი, რომელმაც შაბათს, სანდერლენდის კარში გამარჯვების გოლი გაიტანა (2:1), არ გამორიცხავს, რომ ოდესმე ’’მეთოფეთა’’ რიგებს დაუბრუნდეს.
’’თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ, რომელმაც საყვარელი გუნდის მაისურით პირველად გაიტანა გოლი. დავბრუნდები თუ არა ’’არსენალში’’ ? არასოდეს თქვა არასოდეს თუ გუნდს ჩემი დახმარება დასჭირდება , მე ამისთვის ყოველთვის მზად ვიქნები’’ - ანრის სიტყვებს ’’ბიბისი’’ ავრცელებს.
თანამემამულე ფეხბურთელის თუნდაც ცოტა ხნით შენარჩუნების იმედს არ კარგავს ’’არსენალის’’ თავკაცი , არსენ ვენგერიც. კლუბის ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ანრის იჯარის ვადის გახანგრძილების შანსი ჯერ კიდევ არსებობს და კლუბი ამ მიმართულებით უკვე მუშაობს.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 715 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]