მთავარი » 2012 მაისი 26 » ტომაშ როსიცკი: „ევროპის ჩემპიონატს მზად შევხვდები“
8:44 PM ტომაშ როსიცკი: „ევროპის ჩემპიონატს მზად შევხვდები“ | |
![]() არსენალისა და ჩეხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ტომაშ როსიცკიმ შეაფასა თავისი მონაწილეობის შანსები ეურო-2012-ზე.
„პარასკევს დავიწყე ვარჯიში და ვერ ვიგრძენი ტკვილები. მაგრამ მე არ დავაჩქარებ აღდგენის პროცესს და თავს ავარიდებ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობას ზედმეტი რისკის გამო". „ჩემპიონატის დაწყებამდე მე დიდი დრო მაქვს და შესაბამისად, 100 პროცენტით მზად ვიქნები ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. გუნდში ძალიან კარგი ატმოსფეროა, ჩვენ დიდი გუნდი ვართ", - განაცხადა როსიცკიმ ჩეხურ გამოცემასთან ინტერვიუში. გავიხსენოთ, რომ ამჟამად როსიცკი ცოტა ხნის წინ მიღებულ კუნთის ტრავმას იშუშებს. | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|