მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » მაისი » 16 » უილშირმა ნასრის უპასუხა
9:27 PM
უილშირმა ნასრის უპასუხა
ლონდონის "არსენალის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯეკ უილშირი სამირ ნასრის პასუხობს და აცხადებს, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა ნაადრევი დასკვნა გააკეთა.
ცოტა ხნის წინათ, "არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად "სიტიში” მოთამაშე ნასრიმ განაცხადა, რომ ლონდონური კლუბი, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერს მოიგებს, რაზეც უილშირმა შემდეგი პასუხი გასცა: "არ ვიცი, რა ხდება ნასრის თავში. მართალია, მან ტიტული მოიგო, მაგრამ ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა. შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ იგებს "არსენალი” მნიშვნელოვან ტურნირს. სავსებით შესაძლებელია, რომ ნასრიმ ნაადრევი დასკვნა გააკეთა და მომდევნო სეზონში, როდესაც შევხვდებით, მას ამას ვანანებთ” – ციტირებს უილშირის სიტყვებს Sky Sports-ი.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 687 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]