მთავარი » 2012 მაისი 17 » უილშირს ოპერაცია ელის
6:51 PM უილშირს ოპერაცია ელის | |
![]() ლონდონის "არსენალის” ტრავმებით გატანჯულ ნახევარმცველ ჯეკ უილშირს მუხლზე კიდევ ერთი ოპერაცია ელის. "მეთოფეთა” ოფიციალური საიტის ცნობით, 20 წლის ინგლისელი შვედეთში ხუთშაბათს გაფრინდა და დანის ქვეშ უახლოეს დღეებში დაწვება.
შეგახსენებთ, რომ დაზიანებული მუხლის გამო, შუახაზელი ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. გუნდის თავკაც როი ჰოჯსონს ახალგაზრდა ნახევარმცველი 23-კაციან განაცხადში ამ მიზეზით არ შეუყვანია. არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ უილშირმა ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ბრიტანეთის ნაკრების რიგებში იასპარეზოს. ამისათვის, მან ოპერაცია რაც შეიძლება მალე უნდა გაიკეთოს და აღდგენით პროცესს შეუდგეს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |