მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 5 » უოლკოტი: არსენალს შეუძლია ტიტულების მოგება
3:36 PM
უოლკოტი: არსენალს შეუძლია ტიტულების მოგება

 მიმდინარე სეზონის გარკვეული პერიოდი "არსენალმა" მე-17 პოზიციაზე გაატარა და მესამე ადგილი მათთვის ძალიან დიდი წარმატებაა ამ სეზონში. "მეთოფეები" კი წელსაც უტიტულოდ დარჩნენ და მომავალ თვეს უკვე 7 წელი შესრულდება მას შემდეგ რაც "არსენალმა" ბოლოს მოახერხა ტიტულის მოპოვება. თუმცა თეო უოლკოტი თვლის, რომ ეს წარუმატებელი სერია მალე დაირღვევა.

"ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვართ. ჩვენთან მოდიან ფეხბურთელები და აჩვენებენ თავიანთ მაღალ კლასს. როგორც გულშემატკივარი მეც მწყინს, რომ ამდენი ხანი უტიტულოდ ვართ, თუმცა ყველა გუნდს აქვს ჩავარდნებიც და დიდების პერიოდიც. ჩვენ კარგად ვთამაშობდით, თუმცა ვერ ვახერხებდით მნიშვნელოვან შეხვედრებში თავის გამოჩენას. ახლა კი ჩვენ ამ ყველაფერს ვსწავლობთ, რისი ნათელი მაგალითიც "ევერტონთან" შეხვედრაა, სადაც ჩვენ მხოლოდ 20 წუთი ვითამაშეთ კარგად, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც მივაღწიეთ. საჭიროა ეს ყველაფერი ხშირად გავაკეთოთ. ჩვენ გუნდში ბევრი კარგი ფეხბურთელია და შეგვიძლია გავახაროთ ჩვენ იგულშემატკივარი". - განაცხადა უოლკოტმა.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 689 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]