მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » აპრილი » 21 » ვან პერსი: ბარსას სასტუმროში ტრანსფერის გამო არ ვიყავი!
10:23 PM
ვან პერსი: ბარსას სასტუმროში ტრანსფერის გამო არ ვიყავი!
რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ ამ კვირაში ბარსელონას სასტუმროში ვიზიტი არ უკავშირდება კატალონიურ კლუბში მის შესაძლო გადასვლას.

სამშაბათს ღამით არსენალის კაპიტანი რობინ ვან პერსი შეამჩნიეს პაპარაცებმა ლონდონში, ბარსელონას სასტუმროდან გამოსვლის დროს, რასაც მალევე მოჰყვა სურათების გავრცელება და პრესაში სპეკულაციის ზრდა.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ 28 წლის ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თქვა, რომ თავის ხელშეკრულებას მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ განიხილავს. ეს ყველაფერი მეთოფეების კაპიტანმა შემდეგნაირად ახსნა: „განმარტება მართლაც ძალიან მარტივია".

„ჩემი ძალიან კარგი მეგობარი იბრაჰიმ აფელაი ბარსელონაში თამაშობს. მას შემდეგ, რაც მან სერიოზული ტრავმა მიიღო, არ მქონია კონტაქტი მასთან. ბარსელონას ლონდონში ჩამოსვლა ჩემთვის არაჩვეუებრივი შესაძლებლობა იყო, რათა მენახა ახლო მეგობარი და მხარი დამეჭირა მისთვის".

„სამწუხაროდ, მე ვერ დავრჩებოდი სასტუმროში და ვერ გავატარე მასთან დიდი დრო. ცუდია, რომ ეს ყველაფერი ბევრმა სხვანაირად გაიგო. მე არაფერი არ მაქვს დასამალი. ვერ წარმომედგინა, რომ ვინმეს ამ ვითარებაში შესაძლო ტრანსფერზე დაეწყო საუბარი".

ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა, რომელსაც არსენალთან ხელშეკრულების ვადა ერთ წელიწადში ეწურება, დაამატა: „სასტუმროში ვიზიტი ჩემს მეგობარს უკავშირდებოდა და ამას არაფერი კავშირი არ აქვს ჩემს კარიერასთან".

„მე ფეხბურთის მსგავსად საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც მიწევს მოხვედრა, მაშინაც კი, თუ ჩემი ცოლი მთხოვს შინ დარჩენას. არაფერი არ შეცვლილა იმ მხრივ, რომ მე ჩემს ხელშეკრულებას მომავალ ზაფხულში განვიხილავ".
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 842 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]