მთავარი »
2012 » აპრილი » 3 » ვან პერსი: გრანდებთან თამაში განსაკუთრებული სიამოვნებაა
12:56 PM ვან პერსი: გრანდებთან თამაში განსაკუთრებული სიამოვნებაა |

ლონდონის არსენალის კაპიტანმა და ლიდერმა რობინ ვან პერსიმ ისაუბრა ქუინზ პარკ რეინჯერსთან ცუდი შედეგის შესახებ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა იმედგაცრუებული ვართ. მაგრამ ვფიქრობ, რომ კვირის ბოლოს ჩვენი საბრძოლო სულისკვეთება დაბრუნდება, როგორც ქპრსთან მარცხამდე იყო. ჩვენ სრულად უნდა გავამახვილოთ ყურადღება მომდევნო მატჩზე, სადაც მანჩესტერ სიტის დავუპირისპირდებით", - აცხადებს ჰოლანდიელი.
„მან სიტი დაქვეითდა მეორე ადგილზე, ასე რომ, ორივე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი იქნება. სულ ამ სეზონში ჩვენ 7 მატჩი დაგვრჩა. ჩვენ ვითამაშებთ გიგანტების წინააღმდეგ - სიტისთან და ჩელსისთან. მე მიყვარს ფეხბურთი, ასე რომ, ასეთი თამაშებით დიდ სიამოვნებას ვიღებ".
„მიმაჩნია, რომ ჩვენ შევძლებთ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავებას", - დაამატა ვან პერსიმ.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 628 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]