მთავარი »
2012 » აპრილი » 7 » ვან პერსი კიდევ ერთი გოლის გატანას გეგმავს
11:48 AM ვან პერსი კიდევ ერთი გოლის გატანას გეგმავს |

”არსენალის” კაპიტანმა, რობინ ვან პერსიმ აღიარა, რომ მომავალ მატჩში ის ბევრი გოლის გატანას ელოდება.
შეგახსნებთ, რომ ”არსენალი” - ”მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდება. მეთოფეებს პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან სჭირდებათ გამარჯვება. ვან პერსი დარწმუნებულია, რომ კვირას ამ მატჩში ბევრი გოლი გავა.
”როგორც ჩანს, ამჟამად ასეა, რომ ”ქალაქელებს” ბევრ გოლს ვერ გაუტან და დიდი ანგარიშით ვერ დაამარცხებ. არ ვიცი ეს ამბავი ნამდვილია თუ არა. გულშემატკივარს ვარწმუნებ, რომ თამაში ძალიან საინტერესო იქნება და ჩვენ შევეცდებით ბევრი გოლის გატანას. ამავე დროს დავამტკიცებთ, რომ ამ სეზონში მკაცრ ოპონენტებს შორის ღირსეულნი ვართ.”
”დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კარგ შედეგს. ჩვენ გვჭირდება სამი ქულა და არა ფრე! მატჩის დაპირებები ძალიან კარგია და ყველანაირად ვეცდებით ეს დაპირება შევასრულოთ.”
”ჩვენ კარგად გვყავს გუნდი მომზადებული და შესწავლილი გვყავს მეტოქე. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი თამაშზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ”, - განაცხადა ვან პერსიმ ”არსენალის” ოფიციალურ საიტთან.
|
კატეგორია: ახალი ამბები |
ნანახია: 733 |
დაამატა: Vano7
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]