მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 27 » ვან პერსი ჟურნალისტებმაც აღიარეს
0:51 AM
ვან პერსი ჟურნალისტებმაც აღიარეს
ფეხბურთზე მწერალ ინგლისელ ჟურნალისტთა ასოციაციამ ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ამის შესახებ ბრიტანული პრესა იუწყება.
ვან პერსიმ პირველობისთვის ბრძოლაში უეინ რუნისა, პოლ სქოულზსა (ორივე - "მანჩესტერ იუნაიტედი”) და კლინტ დემპსის ("ფულემი”) აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი მიმდინარე სეზონში საუკეთესოს ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამაც დაასახელა. ამრიგად, ის მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ერთი წლის განმავლობაში მსგავსი აღიარება მოიპოვა. 2010 წელს ორივე ხსენებული პრიზი რუნიმ მოიგო, ხოლო 2004 წელს - ლონდონის "არსენალში” მოასპარეზე ფრანგმა ტიერი ანრიმ.
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 709 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]