მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

ორშაბათი, 2025-06-16
მთავარი » 2012 » მარტი » 26 » ვან პერსიმ ჩემბერლეინი შეაქო
9:16 PM
ვან პერსიმ ჩემბერლეინი შეაქო

          არსენალის კაპიტანმა რობინ ვან პერსიმ ახალგაზრდა ვინგერ ოქსლეიდ-ჩემბერლეინზე ისაუბრა,

რომელიც მიიჩნევს, რომ 18 წლის ჩემბერლეინი მომავალი უეინ რუნია. ალექსი გასულ წელს გადმოვიდა

        არსენალში საუთჰემპტონიდან, მისმა თამაშმაც ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა მალევე

                           გულშემატკივარზე, ის მართლაც უნიჭიერესი ფეხბურთელია.

"ალექსი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. მას აქვს ყველაფერი რაც ფეხბურთელს სჭირდება, ტექნიკა


სისწრაფე, სწრაფი აზროვნება და მე მჯერა, რომ მას ექნება ნათელი მომავალი არსენალსა და ინგლისის

      ნაკრებში. ის ისეთი სტილის ფეხბურთელია, როგორც უეინ რუნი. უეინ რუნი ძალიან დიდი

      ფეხბურთელია და მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია გოლის გატანა, ანალოგიური ნიჭი აქვს

                                                            ჩემბერლეინსაც". 

"მიუხედავად იმისა, რომ ალექსი თამაშობს როგორც მარცხენა ისე მარჯვენა ფლანგზე, ხოლო რუნი

     მოედნის შუაში, ამ ორ ფეხბურთელს შორის მაინც ბევრი საერთოა", - განაცხადა ვან პერსიმ 

                                           "The Sun on Sunday"-სთან ინტერვიუში.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 793 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]