ვან პერსი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ამ სეზონში მოახერხა 20 გოლიანი ზღვარის გადალახვა. არსენალის კაპიტანმა მე-20, 21-ე და 22-ე გოლები გაიტანა ბლექბერნის კარში, ემირეითს სტედიუმზე, როდესაც მეთოფეებმა გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხეს "ვარდები".
რობინი აგრეთვე იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შეძლო პირველი 10 გოლის გატანა. ამის გაკეთება მან სტემფორდ ბრიჯზე მოახერხა ჩელსისთან მატჩში. ვან პერსის პრემიერ ლიგის 24 მატჩში 22 გოლი აქვს გატანილი და საუკეთესო ბომბარდირობის პრეტენდენტია.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელი ბომბდამშენი ამ მომენტისთვის ექვსი გოლით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ნიუკასლელ დემბა ბას, რომელსაც 16 გოლი დაუგროვდა წლევანდელ პრემიერ ლიგის გათამაშებაში.