მოგესალმები, სტუმარი! რეგისტრაცია RSS

Мой сайт

კვირა, 2025-06-15
მთავარი » 2012 » აპრილი » 26 » ვან პერსის წარმომადგენლები “იუვეს” სპორტულ დირექტორს შეხვდნენ
7:51 AM
ვან პერსის წარმომადგენლები “იუვეს” სპორტულ დირექტორს შეხვდნენ
ტურინის "იუვენტუსი” მზადაა, ლონდონის "არსენალის” ფორვარდ რობინ ვან პერსიში 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს, თუ ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდება.
ინგლისური პრესისი ინფორმაციით, ვან პერსის წარმომადგენლებმა "იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან მილაპარაკება უკვე გამართეს.
თავის დროზე ჰოლანდიელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ "არსენალთან” ახალი კონტრაქტის თაობაზე სეზონის დასრულების შემდეგ დაილაპარაკებს. რამდენიმე დღის წინათ ეს ინფორმაცია "არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმაც დაადასტურა და დაამატა, რომ მხარეები მოლაპარაკების მაგიდას ევრო-2012-ის დაწყებამდე მიუსხდებიან. თუმცა, "არსენალს” ვან პერსის დასათანხმებლად დიდი დრო არ აქვს, რადგან სეზონი 13 მაისს მთავრდება, ხოლო 17 მაისს ფორვარდი ჰოლანდიის ეროვნული გუნდის შეკრებაზე უნდა გამოცხადდეს.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 654 | დაამატა: Vano7 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]