მთავარი » 2012 მაისი 18 » ვან პერსისთან მოლაპარაკებები ეურო 2012-ის შემდეგ გაგრძელდება
6:11 PM ვან პერსისთან მოლაპარაკებები ეურო 2012-ის შემდეგ გაგრძელდება | |
![]() არსენალის თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ გამოთქვა სურვილი, რომ მოისმინოს კლუბმა სხვა გუნდების შემოთავაზებები, ხუთშაბათს მოთამაშე წავიდა ჰოლანდიის ნაკრებში ეურო 2012-ისთვის მოსამზადებლად.
როგორც იტყობინება The Guardian, ოთხშაბათს რობინმა გუნდის მწვრთნელთან არსენ ვენგერთან და აღმასრულებელ დირექტორთან ივან გაზიდისთან ერთად ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ მეთოფეები რობინს კვირაში 130 ათას ფუნტს სთავაზობენ სხვადასხვა ბონუსებთან ერთად, ჰოლანდიელი არ იყო დარწმუნებული, რომ ხელს მოაწერს ახალ კონტრაქტზე. ცნობილია, რომ ოთხშაბათს მხარეებს ერთმანეთში საერთო ენის გამონახვა გაუჭირდათ. ამდენად, ახალი ხელშეკრულების გაფორმება ეურო 2012-მდე თითქმის შეუძლებელია. ვან პერსის რა თქმა უნდა დაუკავშირდება არაერთხელ თავისი გუნდი, მაგრამ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს რობინი, იქნება ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ხუთშაბათს, რობინი გაფრინდა მშობლიურ ჰოლანდიაში და მეთოფეების ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ მოისმინონ ყველა შემოთავაზება სხვა კლუბებიდან. რობინი აპირებს, რომ შეისწავლოს ყველანაირი ვარიანტი, მათ შორის არსენალთან ახალი კონტრაქტის გაფორმება. | |
|
სულ კომენტარები: 1 | ||||||
|