მთავარი » 2012 მაისი 4 » ვან პერსი: "მუდამ მეთოფე ვიქნები
3:44 PM ვან პერსი: "მუდამ მეთოფე ვიქნები | |
"არსენალის" ჰოლანდიელმა კაპიტანმა, რობინ ვან პერსიმ განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს მისი მომავალი "არსენალთან" დაკავშირებით და ვენგერთან ერთად მრგვალ მაგიდას მიუჯდეს. როგორც იცით, ჰოლანდეილს "არსენალთან" კონტრაქტი ერთ წელში ეწურება და არსენ ვენგერი მთელი ძალით ცდილობს მის დაყოლიებას ახალი ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებით. როგორც პრესა იუწყება მუსიე ჰოლანდიელის დაყოლიებას ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე აპირებს. ამის წინააღმდეგი არც ვან პერსია და მზად არის ახლო მომავალში არსენთან ერთად მისი მომავალი განიხილოს. „მე და ვენგერს არ დაგვითქვას თარიღი, მაგრამ მე აუცილებლად შევხდები ბოსს და შინაურულად როგორც ადრე ისე ვილაპარაკებთ. საუბარი ჩემს მომავალს შეეხება და კიდევ სხვა უამრავ თემას.” „"არსენალი" არაჩვეულებრივი კლუბია. მე ამ კლუბის ერთ–ერთი შემადგენელი ნაწილი ვარ და ამით ვამაყობ. როდესაც მე "ფეინოორდში" ვირიცხებოდი და გავიგე, რომ "არსენალი" ინტერესდებოდა ჩემით, ეს სიზმარს გავდა.” „თუ თქვენ დაუსვამთ კითხვას მაგალითად რობერტო პირეს, თუ რა განცდაა იყო მეთოფე, თუ რას გრძნობდა როდესაც ის გუნდის შემადგენელი ნაწილი იყო, ის აუცილებლად გიპასუხებთ, რომ ეს არის ძალიან სასიამოვნო განცდა და იგივეს თქმა შემიძლია მეც, რადგან "არსენალი" ჩემთვის კლუბზე მეტია და მე მუდამ მეთოფე ვიქნები.” - განაცხადა ჰოლანდიელმა კაპიტანმა Skysports-თან ინტერვიუში | |
|
სულ კომენტარები: 0 | |