მთავარი » 2012 თებერვალი 16 » ვენგერი: "ანრი ჩემს გარეშეც დიდი ფეხბურთელი იქნებოდა"
2:03 AM ვენგერი: "ანრი ჩემს გარეშეც დიდი ფეხბურთელი იქნებოდა" | |
![]() არსენ ვენგერსა და ტიერი ანრის ჩინებული ურთიერთობა აქვთ და შეიძლება ითქვას, მამა-შვილივით არიან, თუმცა არსენის აზრით ტიერი მის გარეშე თუ მასთან ერთად მაინც გახდებოდა დიდებული ფეხბურთელი.
"ის ყველაფერს მიაღწევდა ჩემს გარეშეც. ვფიქრობ დიდებულ ფეხბურთელებს ერთი რამ ახასიათებთ, ისინი ყოველთვის გაგაკვირვებენ შენ იმით, თუ რამდენს მიაღწევენ.მათი შინაგანი მოტივაცია არის ძალიან დიდი და მიღწეულით არასოდეს კმაყოფილდებიან." "თუმცა ყველა განსხვავებულია. მოდი ვთქვათ, ანრის შემთხვევაში იგი პირველად მე ვათამაშე მონაკოში 17 წლის ასაკში. შემდეგ არსენალში მოვიყვანე, რამოდენიმე წლის მერე ბარსელონაში წავიდა და ახლა ისევ დავაბრუნე. თითქოს სამ თავიანი ამბავია." "ვფიქრობ ის ისტორია, რომელიც მე და ანრის გვაკავშირებს განსაკუთრებულია, რადგან ერთი და იმავე ფეხბურთელს 3-ჯერ ვერ შეხვდები. ვფიქრობ ოთხშაბათის შემდეგ პოზიტიური ემოცია იქნება. თუმცა მთავარია ჯერ მილანთან მატჩზე მოვახდინოთ კონცენტრაცია." - განაცხადა არსენ ვენგერმა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |